понедельник, 21 июня 2010 г.

პროექტი

პროექტის  თემა: ჩვენი  საცხოვრებელი  გარემო.

        მნიშვნელობა/აქტუალობა :ერთ–ერთი  უმნიშვნელოვანესი  პრობლემა  დღევანდელი მსოფლიოსათვის    ეკოლოგიაა. რომელიც აწუხებს  პლანეტას, ქვეყნებს, ქალაქებს,სოფლებს,ქუჩებს და თითოეულ  ადამიანს

        მიზნები და შედეგები:   იმისათვის ,რომ  ვიცხოვროთ   სუფთა  გარემოში . ყველა  ადამიანს  დაბადებიდანვე  უნდა  ჩამოუყალიბდეს ეკოლოგიური  კულტურა.თითოეულ  მოსწავლეს  უნდა განუვითარდეს   ნიჭი,უნარი, ,ინდივიდუალური  მიდრეკილებები,იყოს მუდამ  მოტივირებული ,ჩამოუყალიბდეს  ბუნებასთან ურთიერთობის  უნარ–ჩვევა ,იმისათვის რომ  გარემომცველ  ბუნებას მოეპყრან  როგორც ცოცხალს.

          წინასწარი  ცოდნა:პროექტში მონაწილეობენ მე–5  კლასის  მოსწავლეები.წინასწარ  ვადგენთ  რამდენ ხანს რჩება ბუნებაში ,ადამიანებისგან ნაგვის სახით გადაყრილი პლასმასის ბოთლი, ცელოფნის პარკი, ჩვეულებრივი ქაღალდი,კანფეტის ქაღალდი ,რეზინის ნივთები და სხვა.

           პროექტის  მსვლელობა:ჩამოვაყალიბეთ ორი საპროექტო ჯგუფი,თითოეულ ჯგუფს მიეცა განსაზღვრული ტერიტორია  დასაკვირვებლად და ინფორმაციის  შესაგროვებლად. I ჯგუფს დაევალა–საზოგადოებრივი ადგილების,გზისპირების ,სკოლის ეზოს დათვალიერება.II ჯგუფს  დაევალა–საკუთრებაში არსებული ეზოების,მიწის  ნაკვეთების  დათვალიერება.

          შეფასება:ვაფასებ  შეფასების  რუბრიკით.

          სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:ფოტოაპარატი,სახელმძღვანელო,საძიებო სისტემა google.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий