პროექტის თემა: ჩვენი საცხოვრებელი გარემო.
მნიშვნელობა/აქტუალობა :ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა დღევანდელი მსოფლიოსათვის ეკოლოგიაა. რომელიც აწუხებს პლანეტას, ქვეყნებს, ქალაქებს,სოფლებს,ქუჩებს და თითოეულ ადამიანს
მიზნები და შედეგები: იმისათვის ,რომ ვიცხოვროთ სუფთა გარემოში . ყველა ადამიანს დაბადებიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს ეკოლოგიური კულტურა.თითოეულ მოსწავლეს უნდა განუვითარდეს ნიჭი,უნარი, ,ინდივიდუალური მიდრეკილებები,იყოს მუდამ მოტივირებული ,ჩამოუყალიბდეს ბუნებასთან ურთიერთობის უნარ–ჩვევა ,იმისათვის რომ გარემომცველ ბუნებას მოეპყრან როგორც ცოცხალს.
წინასწარი ცოდნა:პროექტში მონაწილეობენ მე–5 კლასის მოსწავლეები.წინასწარ ვადგენთ რამდენ ხანს რჩება ბუნებაში ,ადამიანებისგან ნაგვის სახით გადაყრილი პლასმასის ბოთლი, ცელოფნის პარკი, ჩვეულებრივი ქაღალდი,კანფეტის ქაღალდი ,რეზინის ნივთები და სხვა.
პროექტის მსვლელობა:ჩამოვაყალიბეთ ორი საპროექტო ჯგუფი,თითოეულ ჯგუფს მიეცა განსაზღვრული ტერიტორია დასაკვირვებლად და ინფორმაციის შესაგროვებლად. I ჯგუფს დაევალა–საზოგადოებრივი ადგილების,გზისპირების ,სკოლის ეზოს დათვალიერება.II ჯგუფს დაევალა–საკუთრებაში არსებული ეზოების,მიწის ნაკვეთების დათვალიერება.
შეფასება:ვაფასებ შეფასების რუბრიკით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:ფოტოაპარატი,სახელმძღვანელო,საძიებო სისტემა google.ge